“გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობის სიღრმეშია, ხოლო მეორე ჰესზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება“, – ამის შესახებ პანკისში ჩასულმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან მუშაობა მიმდინარეობს და დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა ინფორმირებული იყო.
სუბარმა განმარტა, რომ ჰესები არც ეკოლოგიისათვის და არც მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წამოადგენს და დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი მშენებლობა გაგრძელდება.
“გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობის სიღრმეშია, ხოლო მეორე ჰესზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
მოსახლეობასთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს, ისევე როგორც ინფორმაცია აქვთ მოწინააღმდეგეებს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბუნება იმ სახით უნდა შევინარჩუნოთ, როგორც არის და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკის განვითარება. რა თქმა უნდა, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.