შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა, ვითარებას გაეცნო და სპეცრაზმს გაესაუბრა.
მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია მოსახლეობამ მიერ ქვების დაშენამ. მისივე განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.
„როცა შინაგან საქმეთ სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათ სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც.