ახალი ამბები მთავარი ციტატა

პირიქით ვთქვი, კომენტარი გააყალბეს – ქუცნაშვილი “კურიერის” ანონსზე

“ეს „ფეიკ ნიუსია“. თუ ეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გავრცელებულია მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებით. კომენტარში პირიქით ვთქვი, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საარსებო მინუმიმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგია, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%-ი ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40% რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი; სოციალური ქსელი;

 

იტვირთბა....