ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რევაზ კომახიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დამწვარია 450 მ² ფართობი. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ძვირფასეულობა დაუბრუნდა მეპატრონეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იტვირთბა....