“ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური ლიდერი და აბსოლუტურად, განყენებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისაგან. მას ინფორმაცია აქვს იმ ადამიანებისგან ვინც მის ირგვლივ ტრიალებენ და ამ ადამიანებს ნამდვილად არ აწყობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალური სურათი აუსახონ. ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმესთან მიდის, თუ ვინმეს გაესაუბრება ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შერჩეული. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ის სოფელ-სოფელ დადიოდა, მასთან ადამიანები მიდიოდნენ და რაღაც წერილებს აძლევდნენ, ესაუბრებოდნენ. ეს პერიოდიც გვახსოვს. მაგრამ, სამწუხარო შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი თუ სადმე გადაადგილდება, მას ვითომ შემთხვევით მიჰყვება ვიღაც და ფარული კამერით იღებს, როგორ ლოცულობს, როგორ ჩადის სამეგრელოში. მაგრამ, მას კონტაქტი ადამიანებთან, სამწუხაროდ აღარ აქვს”.
მანანა ნაჭყებია