ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში უხამსობას შეისწავლის” – მამა ანდრია

საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც მედიაში სიძულვილის ენის, უხამსობის შესწავლა და მისი დარეგულირების გზების მოძებნა იქნება. ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„როგორც ასეთი, საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ ვგეგმავდით სამუშაო ჯგუფის შექმნას და ეს ჯგუფი შექმნილია. სამუშაო ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის, შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ საკითხებით და პრობლემებით არიან დაკავებულნი.
ვაპირებთ, რომ ანალიზი გავუკეთოთ საერთაშორისო გამოცდიელბას, როგორ ხდება იქ სატლევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან არ მოდიოდეს ასეთი ოდენობით აგრესია, ასეთი ოდენობით ძალადობა და უხამსობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

იტვირთბა....