ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

მალე დაიწყება კენჭისყრა და ალბათ ქუდზე კაცი დაბრუნდებით დარბაზში – კვაჭანტირაძე

“ამ წუთებში, პარლამენტის სხდომაზე განიხილება უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ.
უმრავლესობის ფლიგელი დარბაზში პრაქტიკულად ცარიელია. ვისურვებდი ეს ყოფილიყო პროტესტი ამ დრაკონული კანონპროექტის ძალდატანებით და ხელების გადაგრეხვით მიღების მეთოდების წინააღგმდეგ, მაგრამ ვაი რომ ასე არაა ….
სიტყვითაც მივმართე ცარიელ დარბაზს, მაგრამ არავინ ესწრებოდით, მხოლოდ 14 დეპუტატი უმრავლესობიდან.

მალე დაიწყება კენჭისყრა და ალბათ ქუდზე კაცი დაბრუნდებით დარბაზში.

აქაც დავწერ და იცოდეთ, რომ ვინც ხმას მისცემთ ამ დრაკონულ კანონს,
ყველა, უკლებლივ ყველა პერსონალურად გაიზიარებთ ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ, მხოლოდ საკუთარი სინდისით და ვალდებულებებით მხოლოდ ხალხის, ამომრჩევლის და არა სხვა ნებისმიერი პირის თუ პირთა ჯგუფის წინაშე”

პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე;

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

იტვირთბა....