aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადახედეთ თქვენს პოზიციას, ამას მართლა ისტორია ინახავს” – ბესელია უმრავლესობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას”, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრებს.

ბესელიას თქმით, მათ გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ხმას აძლევს კოლეგებო, ინახავს ისტორია,

„მინდა მივმართო უმრავლესობის წევრებს, იმ წევრებს, რომლებიც შინაგანად წუხან ამ კანონის გამო და არა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ვიცი წინასწარვე, არ არიან წინააღმდეგობის გამწევი ამ პროექტის გამო. მე მათ მინდა მივმართო და ვუთხრა: ასეთ გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ხმას აძლევს კოლეგებო, ინახავს ისტორია, ამას სათითაოდ გადაამოწმებს თქვენი შვილების თაობა. მე ბოლო 20 წელი სასამართლოსთან მაქვს შეხება და ბევრი რამ მაქვს გაკეთებული სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს მგონი ერთ-ერთი ნაბიჯია. მე მგონია, რომ სულ მცირე პრინციპულობაა საჭირო, რომ შეხედოთ რეალობას და დაინახოთ, რომ ამ კანონპროექტს ინიციატორების გარდა მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს უმრავლესი წევრი. ის ჯგუფი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ყველა პროგრესულ და საღ აზრს. ეს ჯგუფი წარსულის ძალადობრივ რეჟიმს ამაგრებდა. მე მაინტერესებს იმ კომიტეტის თავმჯდომარეების პოზიცია, ვინც საგარეო პოლიტიკის ფლანგზე მუშაობთ, ამ კანონპროექტს ხმას მისცემთ?! ამ კანონპროექტმა გზა უნდა გაუხსნას იმ ადამიანებს, ვინც უზენაესს სასამართლოში ან სამართალი უნდა დაადგინონ, ან იმ ადამიანებს, ვინც იმ 10- კაციანი სიის გატანას ცდილობდა დეკემბრის თვეში. თუ რამის გამბედაობა გაქვთ, წვლილი შეიტანეთ, აქ გამოჩნდება თქვენი გამბედაობა, ყველაფერი გამოჩნდება ნაბიჯებით და არა სიტყვებით, შედეგით და არა იმით, ვინ რას ლაპარაკობს. გადახედეთ თქვენს პოზიციას, ამას მართლა ისტორია ინახავს. მე არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას,“- განაცხადა ეკა ბესელია.

იტვირთბა....