მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ქ-ნი თურნავა იყო მუშების მტერი, მათი სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების მხარდამჭერი”

“ქართული ოცნება” ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს შეძრწუნებას.

სულ ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა მორიგი ეკლის გვირგვინი დაადგეს ზნეობას, პატიოსნებას, ღირსებას ამ ქვეყანაში. სულ ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, დამამცირებელი გადაწყვეტილება მიიღო.

ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ხალხის ყველა მთავარი გამანადგურებლის ერთგულ მსახურად მუშაობას ახერხებდა. ქ-ნი თურნავა იყო ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე, იყო კახა ბენდუქიძის მოადგილე, იყო “ოცნების” ეკონომიკის სამარცხვინო მინისტრების მოადგილე … წლების განმავლობაში გახლდათ ძმები ბეჟუაშვილების GIG ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მუშების მტერი, მათი სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების მხარდამჭერი, ინვესტორებისა და ბანკების ქვეშევედომი, საქართველოს გაღარიბების სტაჟიანი შემოქმედი, პრივატიზაციის ქალღმერთი, გიგანტური ჰესების მშენებელი, ბუნების მომსპობი და ყველა მთავრობაში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მორალური დისკომფორტის გარეშე მომსახურე ცუდი სუბიექტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხდება.

ეკონომიკის სფეროში ეს ქალი მურუსიძეზე ათასჯერ უარესია. თქვენ ახლა ნახეთ ზემოთ ჩამოთვლილი უმდიდრესი ადამიანების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების ოკუპირების მცდელობები როგორ გაძლიერდება.

ზალკალიანის მაგივრად ბოკერია რომ დანიშნონ, აღარ გამიკვირდება.

ღმერთო, აღდგომამდე მოგვაღწევინე”.

ლევან ლორთქიფანიძე

იტვირთბა....