“მე შალვა შავგულიძეს ვცემ პატივს, როგორც ადვოკატს და ასევე, იმის გამო, რომ სხვა დანარჩენი ირაკლი ალასანიას მეგობრებისგან და თანამებრძოლებისგან განსხვავებით ის არ მოიქცა, როგორც არამზადა, არ მიიღო ის წინადადებები, რაც მისი მისამართითაც იყო სხვა დანარჩენთან ერთად. მე გეტყვით რა პრეტენზია მაქვს დღეს შალვა შავგულიძესთან, როგორც სანდრო გირგვლიანის ადვოკატთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი იყო ჩართული. ამისი ინიციატორი იყო გიგა ბოკერია. დღეს კი სანდრო გირგვლიანის ადვოკატი პოლიტიკურად დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც შეკერეს თეთრი ძაფით ეს საქმე ერთად”.
ელისო კილაძე, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი