ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ბილწსიტყვაობაზე: ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მიმართა – ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ყურადღება არ მიექცია და სიტყვით გამოსვლა გაეგრძელებინა.

როგორც ვიდეოში ისმის, კობახიძე ოხანაშვილის ეუბნება: “ყ..ზე დაიკიდე”.

“ევროპული საქართველოს” წევრებმა: ირმა ნადირაშვილმა და გიგა ბოკერიამ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ტერმინოლოგიაზე მიუთითეს.

თავად ირაკლი კობახიძემ კი განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნული სიტყვა ცხოვრებაში არ გამოუყენებია.

“მე ვერ გავიგე ქალბატონი ირმა და ბატონი გიგა რას გულისხმობდნენ. ახლა ვნახე, თურმე “რუსთავი 2”-ს უყურებენ. მე გამიკვირდა, ისინი როგორ უყურებენ “‘რუსთავი 2″-ს. ტყუილი ინფორმაცია არის გავრცელებული. მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ჩემი თხოვნაა, ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ნიკა გვარამია ჩემი შენ გითხარის პრინციპით მოქმედებს ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა დარბაზში მანაც გაიგო.

იტვირთბა....