ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.

მისი თქმით, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარული სხდომა, რომელზეც მეორე მოსმენით უნდა განეხილათ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი. ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო. ამასთანავე ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი განცხადებით  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების გაცნობა ვერ მოასწრეს.  შედეგად სხდომაზე 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. სხდომის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტების გათვალისწინებას გეგმავს.

იტვირთბა....