„ჩვენ ინტერესით ველოდებოდით ვენეციის კომისიის შენიშვნებს. შენიშვნები მოსულია. სამართლებრივი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ვფიქრობ, გასათვალისწინებელია, პოლიტიკური ალბათ, ანგარიშგასაწევი, თუმცა არის საკითხები, რომელიც ელემენტარულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შენიშვნები ვერ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ იმდაგვარი დოკუმენტი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და არ იქნება მხოლოდ დღევანდელ რეალობას მორგებული და რაც მთავარია, მივიღოთ მოსამართლეების ის სია, რომელიც იქნებ ობიექტურად წარმოდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მხრიდან”.
დიმიტრი ხუნდაძე, “ქართული ოცნების” წევრი