ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გუდაურში გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
პარალიზებულ გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებს ავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მატივე ცნობით, მოუხედავად იმისა, რომ მგზავრებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს,მათ ავტობუსში დარჩენა გადაწყვიტეს და გზის გახსნას ელოდებიან.