“მე მაქვს ამბიცია, რომ რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ. ნურავის ნუ წარმოუდგენია, რომ მე ერთმა ადამიანმა უცბად რადიკალურად შევცვალო რაღაც, მაგრამ ყველა მივდივართ ერთ მარტივ ფორმულამდე. 2020 წელს ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ პოლიტიკური სპექტრი გახდეს ჯანსაღი და ჩვენ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, სადაც დაფასებული იქნება საკუთარი საქმის ყველა პროფესიონალი და პროფესიონალი, როგორც პოლიტიკოსი.
მე არ მაქვს ამბიცია, რომ უმრავლესობით მოვალთ და რაღაც ჯადოსნური ჯოხით რაღაცას უცბად შევცვლით, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც მე ველაპარაკები და გუნდის სახით გარკვეული დროის შემდეგ წარმოვადგენ. ეს ნიშნავს იმ დოზის ამბიციას, რომ ავიღო გარკვეული პროცენტი. ალბათ, 3 გამრავლებული სამზე, ასევე მთავრობაში იმ პორტფელების მიღებას, სადაც გარკვეული გამოცდილება ჩვენ გვაქვს”
ირაკლი ოქრუაშვილი
ტვ პირველი “რეაქცია”