ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!” – მდინარაძე შავგულიძეს

“იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ლიდერს მამუკა მდინარაძესა და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძის შორის, გირგვლიანის საქმეზე დებატები გაიმართა.

დებატების დროს შავგულიძემ ფრაქცია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რას ბოდავ?!”.

ამ რეპლიკამ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება გამოიწვია.

“უზრდელობაზე მიგანიშნებ შალვა, ბოდავ შენ, უღირსად იქცევი ახლა”- მიმართა მდინარაძემ შავგულიძეს.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” შალვა შავგულიძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმის დროს ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაიბის მხარეს იყო.

“თუ ასე გული გწყდებოდა გირგვლიანზე, სად იყავით მაშინ შენ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი? მაშინ ივანიშვილი “ნაცმოძრაობის” გვერდით იყო. გარდა ამისა, რომელიმე საპროტესტო აქციაზე თუ იყავით, თუნდაც გირგვლიანის შემდეგ?” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

იტვირთბა....