„როდესაც საუბრობენ სისტემის მსხვერპლზე, გულისხმობენ სანდრო გირგვლიანის საქმეს. მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა და უნდა განმეხილა. საბოლოო ჯამში, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით. უბრალოდ საბოლოო ჯამში, საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს უნდა ჩაედინა გმირობა და ან მანტია უნდა გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება განეხორციელებინა. კი ბატონო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა ან უნდა ჩამედინა, ან არ უნდა ჩამედინა. ეს საკამათო თემაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღეთ. სხვათაშორის, 3 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, რომ ჩადგნენ ლევან მურუსიძის მდგომარეობაში, იმ ვითარებაში, რაშიც მაშინ ვიყავი, დაწერონ გადაწყვეტილება და ისე შევაფასოთ მერე“.
ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე