მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს US Embassy Tbilisi, Georgia European Union in Georgia ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს, რომ “სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს”.
ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და თუ სურს ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
შესაბამისად, “თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება” და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე, ივანიშვილის პირადი პარლამენტარი ამბობს, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.
ps რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს”, – წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიძულვილის ენაზე უარი თქვან.
„ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია,“ – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.