„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. სულისშემძვრელი სანახავი იყო თუ როგორ ლოცულობდა ფრანგი ხალხი ტაძრის გადასარჩენად. სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს, რომლებიც მართლა დიდი განსაცდელის წინაშე დგანან. ძნელია, გულგრილი დარჩე მომხდარის მიმართ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის და მსოფლიო კულტურის შეუფასებელი განძი და სრულიად ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო. ხანძრის ყურებისას, განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა.იმედს ვიტოვებ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ყველა შედევრი და რელიქვია, უნიკალური ქანდაკებები და კარიბჭე გადარჩება და თავის სიდიადეს შეინარჩუნებს”.
ნინო ბურჯანაძე