საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე “ტვიტერში” პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში იწვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
ჩამონგრეულია ტაძრის სამრეკლო.
როიტერსის ცნობით, მთლიანად ჩაინგრა ტაძრის სახურავი.
საფრანგეთში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.