ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერში” პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.
“საშინელი სანახავია ცეცხლმოკიდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ალბათ მფრინავი წყლის ტანკერების გამოყენებაა შესაძლებელი ჩასაქრობად. აუცილებელია უსწრაფესი მოქმედება”, – წერს ტრამპი.