ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ე.წ. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას დაუჭირა მხარი.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის მიღება განპირობებულია დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრებების (ე.წ. ქუჩური გარჩევების) ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის სიხშირით.
“ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის თავიდან აცილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს”, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.