ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერიის თანამშრომლებს სოციალურ ქსელში გავრცელებული სმს არ გადაგზავნიათ და მათთვის არც მერს და არ მერიას “რუსთავი 2-ის” ინტერაქტივში ჩართვა არ უთხოვიათ.
როგორც “მეტრონომს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, ჯობს თავად შეტყობინების სურათის გამავრცელებელმა თქვან თუ საიდან წამოვიდა ის.
“გადავამოწმე ინფორმაცია და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. რაც შეეხება შეტყობინებას – ეს არც მერისგან და არც მერიისგან დავალება არ არის. მგონი, უკეთესი იქნება იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კითხონ და უფრო იტყვიან საიდან არის ეს შეტყობინება. სქრინში ზოგადი ინფორმაციაა. ამ შეტყობინების ავტორი არც მერია და არც მერიაა”, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა სმს-ის სქრინი, სადაც წერია, რომ ბათუმის მერიის თანამშრომლები “ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ინტერაქტივში უნდა ჩაერთონ და დააფიქსირონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კეთილი მეცენატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემაში “კვირის აქცენტები” იყო გამოკითხვა თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი – სვავი თუ კეთლი მეცენატი.