fbpx
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.
სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო  სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ამბები

“მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის”

newsadmin

„ლონდონს ახალი მერი სჭირდება … ხანი კატასტროფაა”

newsadmin

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უმცროსკლასელებისგან წერილები ჩავიდა (ვიდეო)

newsadmin

“NEW YORK TIMES იმდენად სასოწარკვეთილია, რომ ქვეყნისთვის საზიანო სტატიებსაც კი წერს”

newsadmin

პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის, 1 პირი დააკავა

newsadmin

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბ „ფეისბუქ“ გვერდებს ქმნიდა და მათ მეგობრებს, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე, ფულს არიცხინებდა

newsadmin
იტვირთბა....