“1994 წლის ბოლოს, 95 წლის არჩევნებისათვის მე ვიყავი ერთ გაერთიანებაში, რომელსაც სახელად ერქვა “ოჯახთა აღორძინების კავშირი”. ეს ისტორიაში არ წერია და ბევრმა ეს არ იცის. მაგრამ ახლა სულ ვფიქრობ, ვის ეცალა მაშინ ოჯახისთვის. დღეს პირიქით, ოჯახი სამიზნეა, ოჯახს ურტყამენ, გარედან, შიგნიდან. ლიბერალური ფრთა ურტყამს. მე ლიბერალებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. მე მათ გარკვეულწილად ვაძლევ შანსს, რომ შემოვიდნენ ჩემს ველზე და ბევრ რამეს ვღებულობ. თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლება არის, რომ შენ ბევრ რამეს გიკრძალავს… ყველგან არის ლიბერალური ფრთა. მე ყველა ლიბერალს ვეუბნები: თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები”
მთაწმინდის შუალედური არჩევნების “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კააძე PalitraNews-ის ეთერში საუბრისას;