ესენი პოლიციელები კი არა კრიმინალები არიან, მოვუწოდებ ნამდვილ პოლიციელებს საბოტირება მოუწყონ ივანას ბრძანებებს! ხელისუფლება სულ მალე შეიცვლება და თქვენი ქვეყნის ერთგულება სათანადოდ დაგიფასდებათ, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკა ხერხეულიძის პოსტს აზიარებს.
“ეს არის სამხარეოს უფროსი მურღულიას და სანდრას მეთვალყურე ზონდერპოლიციელის მიმოწერა.ამ ერთ სქრინშია გუშინდელი პროვოკაციის ანატომია”, – ნათქვამია ხერხეულიძის პოსტში.
ამასთან ხერხეულიძე ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მისი თქმით, სწორედ ეს მიმოწერაა ასახული.