მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, იგი პირად პატივიცსემას გამოხატავს ლადო კახაძეს მიმართ, მაგრამ წუხს, რომ იგი “ქართული ოცნების” გუნდის წევრი გახდა, გუნდი რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკატიულ განვითარებას.
შავგულიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანება “ევროპულ საქრთველოსთან”.
მისი განაცხადებით, როცა “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადეობის განვითრებასა და წინსვლას თავისი უსარმთლობით უშლიდა ხელს, ამ დროს “ქართული ოცნება” იყო გამოსავალი, ვინც დაჰპირდა საზოგადეობას სამართლის პოვნას, ქართველმა ხალმა კოალიციას 2012 წელს სახელმწიფოს მართვა ანდო.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მართვადი სასამართლო და პროკურატურა ცუდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო და თავად მას ძალიან სჭირდება. სამართლის უზენაესობის პოზიციაზე სწორედ ამიტომ ვარ და დღეს „ქართულ ოცნებას“ ვოპონირებ. ლადო კახაძე იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც წინა ხელისუფლების უსამართლობა არათუ განაგრძო, არამედ პერსონებსაც ვერ შეელია. ვინც გამორჩეული იყო უსამართლობითა და პოლიტიკური ხელისუფლების მსახურებით, პერსონალურადაც კი გადმოიბარა, რომ არაფერი ვთქვათ, ინსტიტუციურ დაქვემდებარებაზე. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა უნდა იყოს. რადგან არ იყო, წინა ხელისუფლების დროსაც ვიბრძოდი და ახლაც ვიბრძვი. ჩემს მიმართ სიცრუის გავრცელებას არ ერიდებიან. როცა მათი ლიდერი გამოდის, ასეთ უღირს სიცრუესა და ცილისწამებას ანთხევს და გაბოროტებით საუბრობს, მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირები რას იზამენ“, – განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძის შეფასებით, ეს ყოველივე დისკრედიტაციის მცდელობაა.
„გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, უღირსი საქციელია პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც კარგად იცის, გირგვლიანის საქმეზე ვინ რა დააშავა და ვის რა წვლილი მიუძღვის, რომ სიმართლე დადგენილიყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც სიმართლემ გაიმარჯვა”, – განაცხადა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართულის ოცნების” კანდიდატად დასახელდა ექიმი ლადო კახაძე.