aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: სამხარაულის დასკვნით, ქვეყანაში შემოსული პარკები კვლავ პოლიეთილენის შემცველია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მთავრობამ პოლიეთილენის აკრძალვით გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამხარაულმა დასკვნა დადო, რომ ის, რაც შემოვიდა პოლიეთილენის შემცველია, ვფიქრობ, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, იმიტომ, რომ გაყალბებული საქონელი შემოდის ქვეყანაში. ვინმე უნდა მოგვეწვია, საბაჟოდან იქნება თუ ფინანსთა სამინისტროდან, რა მოტივით განაბაჟეს – მხოლოდ სერტიფიკატზე დაყრდნობით? როგორც ხედავთ, არ აღმოჩნდა ის სერტიფიკატი და ბევრ სერტიფიკატთან გააჩენს ალბათ კითხვას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვაზე მსჯელობენ.

პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა პოლიეთილენის აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რასაც ხმაური მოჰყვა.

კომიტეტის სხდომას პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებლებიც ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ დეპიტატმა, გია გაჩეჩილაძემ პროტესტის ნიშნად სხომა დატოვა. მისი თქმით, სხვა დეპუტატები გაერთიანებული სხდომის ჩაშლას ცდილობენ.

იტვირთბა....