“მე ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად წამოვედი. ესენი ჩემი შვილიშვილები არიან – ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!”
ლადო კახაძე;