“ამ სასწორზე ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი გირი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც ჩვენს გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა. ამასთან ერთად, ჩვენი გადაწყვეტილება დაკავშირებულია “დაიცავი საქართველოს” შეკრებასთან. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს, როდესაც ეს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა, პრინციპულ პოზიციას იჩენდნენ, აჩვენებდნენ უდიდეს ღირსებას და იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც სწორედ ასეთი პრინციპული, ძალიან ღირსეული პოზიცია გამოიჩინა მეორე ტურის წინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა რევანშის რეალური საფრთხის წინაშე იდგა და ეს საფრთხე მათი თავდადებით ქვეყანას ააცილეს. მაშინ მათ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოისმინეს აბსოლუტურად სხვა დაპირებები.
პოლიტიკური სუიციდია ეს, ნამდვილად. ვერცერთი იმ ანალიზითა და ფილოსოფიური წიაღსვლებით, რასაც ინტერვიუში ვისმენდით, გინდ რაციონალიზმი დავარქვათ, გინდ ემოცია და გინდ ქვეყნის სიყვარული, ნებისმიერი გადმოსახედიდან ვერცერთ პრიზმაში მე ვერ ვხედავ იმის გამართლებას იმ რეალობის და კონტექსტის გამართლებას, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა”
ვატო შაქარაშვილი
ტვ პირველი