ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებაზე დავა შეწყვიტა

საქალაქო სასამართლომ, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი  განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე მაია გიგაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

 

 

იტვირთბა....