“ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. როგორც ჩანს, ამ გზაზე ის არანაირ მეთოდებს აღარ მოერიდება. მისი სატელევიზიო ინტერვიუ ამის დადასტურებაა. ივანიშვილი ქმნის იმ რეალობას, სადაც ადამიანის ადგილი აღარაა. იგი შეეცდება 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით შედეგის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით ივანიშვილი საქართველოში მონოპოლისტია, მე მაინც მეეჭვება, რომ იგი 2020 წლის არჩევნებზე ამის გაკეთებას შეძლებს. მაგრამ, ფაქტია, რომ იგი ამისთვის იბრძოლებს და ეს კიდევ ერთი დიაგნოზია”.
გია ხუხაშვილი
IPN