საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV პირველზე, ჟიჟილაშვილის თოქ-შოუს ეხმიანება, სადაც გუბაზ სანიკიძე იყო მიწვეული. სააკაშვილის თქმით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კაცზე (საუბარია გუბაზ სანიკიძეზე) უკეთესად სახალხო ენაზე ვერავინ ხსნის:
“ეშმაკთან ბრძოლაში ბატონო ბიძინა რჩევას მოგცემთ: რომ აღმოაჩინოთ ეშმაკისეული, დაიწყეთ ქართული ოცნებიდან და გულზე დაკიდეთ ნიორი, თითო თავი ნიორი… დაანთეთ პარლამენტში გოგირდი, ერთმანეთს შეასხით ნაკურთხი წყალი და აღმოაჩენთ ეშმაკისეულს ასე.” – წერს მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძის სიტყვებს.
უნდა ვაღიაროთ,რომ ამ კაცზე უკეთესად სახალხო ენაზე ვერავინ ხსნის"ეშმაკთან ბრძოლაში ბატონო ბიძინა რჩევას მოგცემთ: რომ აღმოაჩინოთ ეშმაკისეული, დაიწყეთ ქართული ოცნებიდან და გულზე დაკიდეთ ნიორი, თითო თავი ნიორი… დაანთეთ პარლამენტში გოგირდი, ერთმანეთს შეასხით ნაკურთხი წყალი და აღმოაჩენთ ეშმაკისეულს ასე. "
Gepostet von Mikheil Saakashvili am Donnerstag, 11. April 2019