თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს და „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მოსმართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.