პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტს რამდენიმე ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს. საუბარია ესტონეთის, ისრაელის, მოლდოვისა და ქუვეითის ელჩებზე.
ბახტაძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების თანახმად, ესტონეთში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი თანამდებობიდან 2019 წლის 1-ელი ივნისიდან გათავისუფლდეს, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ქუვეითში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე ასევე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ხოლო მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე 2020 წლის 1-ელი იანვრიდან.