“როდესაც ხელისუფალი იწყებს დამადლებას თავისი “გაკეთებული საქმეების” ხალხის მიმართ, ის ხელისუფალი სწრაფად არის სახლში გასაშვები, იმიტომ, რომ ხიფათის მეტი მისგან არაფერი არ მოდის. უტიფრობის ზეიმი იყო და აბსოლუტურად, მეორე მხრივ, სიზიფეს შრომაა ის, რასაც ეს კაცი აპირებს. ისევ ვიმეორებთ, პოლიტიკურად ეს ადამიანი თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას. ყოველი დღე არის საგანგაშო უკვე ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის”.
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი