“მას სჯერა, რომ თუ გაჩუმდებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თუ აღარ იარსებებს რუსთავი 2 თავის სარედაქციო პოლიტიკით, თუ არ იარსებებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ის ასევე აკრიტიკებს და ლანძღვას და ქვეყანაში არ იქნება განსხვავებული აზრი, მაშინ ავშენდებით. ეს არის სრულიად არანორმალური წარმოდგენა ზოგადად, რეალობაზე. “ეს ადამიანი ცხოვრობს ილუზიებში, საერთოდ არ უსწორებს თვალს რეალობას და ხალხი ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ, იმისთვის, რომ გამოვიდეს და ინადიროს და უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ იმათხოვროს ხმებისთვის”.
თინა ბოკუჩავა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი