სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაც არის დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.