ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთაწმინდაზე მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, უკლებას ქ. N3-სა და წავკისის ქ. N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროექტებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 ათასი ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს, რომლის ფარგლებში შენობების კონსტრუქციული ელემენტები მაგრდება, რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელ სახლებზე ლენტური საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. შენობების საძირკველში ატმოსფერული ნალექის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით კი წყალსარინელი დამონტაჟდა.

საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები აღნიშნულ შენობებზე ივნისში დასრულდება. ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ოთხი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

იტვირთბა....