მთავარი საზოგადოება

კაკულია – სივცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის ერთიანი ინსტიტუციონალური მოწყობის თემა ჩვენთან არის პრობლემა

საქართველოში ტერიტორიულ სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს დღეს წინანდალში სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL-ში გამართულ სამუშო შეხვედრაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რომან კაკულიას განცხადებით, სივცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის ერთიანი ინსტიტუციონალური მოწყობის თემა საქართველოში პრობლემაა.

„მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობასთნ დაკავშირებული კოდექსი,  გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ნორმების და აქტების მომზადება  და მასზე მუშობა იყო ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ჩენ გვქონდა. დღეს ამ თემებზე ვმსჯელობთ. საერთოდ სივცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის ერთიანი ინსტიტუციონალური მოწყობის თემა ჩვენთან არის პრობლემა, არის ეკონომიკის სამინისტროში არსებული ინსტიტუციური ნაწილი ამ თემასთნ მიმართებით,  და არის რეგიონული განვითარების სამინისტროშიც. ეს ალბათ მსჯელობის საგანია სამომავლოდ,  არ არის კარგი ასე რომ დარჩეს. ფართო მსჯელობით უნდა მივიდეთ იმ კონსენსუსამდე, როგორ ჯობია რომ ერთიანი ინსტიტუციური წყობა გვქონდეს, როგორც სივრცითი დაგეგმარების, ასევე სამშენებლო პოლიტიკის განვითარებაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, არქიტექტორების და მშენებლების სერთიფიცირების თემა, სახელმწიფო დონეზე როგორ უნდა დარეგულირდეს.  საინტერესოა, როგორც კერძო სექტორის  წარმომადგენელთა, ასევე არქიტექტორთა კავშირის, მერიის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხედულებები, რათა ჩვენ შევჯერდეთ ძალიან მკაფიო ხედვაზე, ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. თავისი წილი დატვირთვა უნდა ჰქონდეს დიპლომს, რომელსაც არქიტექტორი იღებს და ასევე, მივიღოთ ძალიან მაღალი სტანდარტების მქონე მშენებლობა“, – განაცხადა კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ სრულყოფაზე და კოდექსით გათვალისწინებულ მისაღებ კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტებზე. სამუშაო პროცესში გამოიკვეთა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების აუცილებლობა, რათა ის მოვიდეს შესაბამისობაში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.  დღევანდელ, შეხვედრაზე განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომელიც ამავდროულად  საკანონმდებლო ინიციატივების წყაროს წარმოადგენს.

ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით იმართება.

იტვირთბა....