“ასე თუ დაატრიალებს ადამიანი ყველაფერს, მართლა უსაგნო იქნება კამათი და თუ ვიღაცას მართკა ეტყვიან 6 წლის თავზე რატომ გაგახსენდა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე ცუდები იყვნენო, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მაშინ ბიძინა ივანიშვილსაც მინდა ვკითხო – 8 წლის თავზე რატომ გაახსენდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცუდი იყო. როდესაც გირგვლიანის პროცესი ტარდებოდა, მაშინ რატომ არ დააფიქსირა პოზიცია? “იმედში” რომ შეიჭრნენ, მაშინ რატომ არ დააფიქსირა პოზიცია? ასე შორის მოგვიწევს წასვლა და მგონია, ელემენტარულზე უნდა შევთანხმდეთ”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ოცნებიდან წასულ დეპუტატებს – ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს რატომღაც ახლა გაახსენდათ მოსამართლეების საკითხი.