“ამ პროტოკოლურად მოსაუბრე სალომე ზურაბიშვილს , აშკარად მარტო იმას რომ კითხულობს, რასაც უწერენ და ურჩევენ, ვერ წაამეცადინებენ მაინც, პროტოკოლით განსაზღვრული ტექსტების წარმოთქმაში? ცხრა აპრილის მთავარ სიტყვაში რომ თამრიკო ჭოველიძის სახელი და გვარი გამოგრჩება, მინიმუმ განმარტება მაინც გააკეთე მედიასთან, პრეზიდენტი რომ ხარ. .p.s-რვა საათზე ,,რეაქციას,, თამრიკო ჭოველიძის მამა გახსნის,რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა პრეზიდენტის მიღება”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული გმირების ჩამოთვლისას 16 წლის თამარ ჭოველიძე გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი შეცდომით წაიკითხა.