“რატომ დამიძახეს, რატომ ამიგდეს მასხრად და რატომ დასცინეს ჩემ შვილს. არავის არ ვაპატიებ თამუნას შეურაცხყოფას. როცა მივედი არავინ დაგვხვდა, სკამიც არ იყო რომ დავმჯდარიყავი. კედელთან დავდექი და ისე ვუსმენდი პრეზიდენტს.
ძალიან გავნაწყენდი, დავტოვე შენობა და წამოვედი. აღარასდროს აღარ წავალ არც ერთ შეხვედრაზე. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია. მეც მიმიძღვის წვლილი ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტებაში და რას მოვიფიქრებდი, ასე უგულოდ თუ მომექცეოდა”.
არკადი ჭოველიძე, 9 აპრილის გმირის, თამრიკო ჭოველიძის მამა