სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა. ზურაბიშვილმა ბეჟანიშვილი ბეჟანაშვალად მოიხსენია.
მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას განუცხადა, მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაციამ ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლო.