ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, სასამართლო სისტემაში მოძალადე მოსამართლეების ყოფნა” – გოგიჩაიშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ივანიშვილმა თავად დაადასტურა, მისი დამსახურებაა სასამართლო სისტემაში მოძალადე მოსამართლეების ყოფნის.

გოგიჩაიშვილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი საშიშია, რადგან მან შეიძლება აიძულოს უმრავლესობა, მოძალადე მოსამართლეები 1\4 საუკუნით განამწესონ თანამდებობაზე.

„ბიძინა ივანიშვმილმა გუშინ თავად გასცა პასუხი ჩვენი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზებს – ეს არის ის, რომ ივანიშვილი დგას მოძალადეების გვერდით. ჩვენ უმრავლესობა სწორედ იმის გამო დავტოვეთ, რომ მას უნდა საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი იდგა ჩინჩალაძის, მურუსიძის, ალანიას მხარეს, ადამიანებს ეს არ სჯეროდათ და ეგონათ, რომ შარზე ვიყავით, მაგრამ ეს ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა და თავად გაავლო წყალგამყოფი, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე არა მოსამართლე ლევან მურუსიძე, არამედ ადვოკატი შალვა შავგულიძეა.

იტვირთბა....