ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირგვლიანის საქმეზე მურუსიძე კანონს ვერ გადაახტებოდა, შარს სდებენ” – ივანიშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ტელეკომოანია იმედთან მიცემულ ინტერვიოუში აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე არა მოსამართლე ლევან მურუსიძე, არამედ ადვოკატი შალვა შავგულიძეა.

ივანიშვილის თქმით, შავგულიძემ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოს გამოტოვებით უზენაესში გაასაჩივრა.

“ყველაზე მაგარ ადვოკატს, რომელიც გმირად გამოცხადდა სასამართლოში, ავიწყდება აპელაციაში შეტანა და აპელაციას წერს პროკურატურა, რომ ერთი წელი დაუმატონ, აპელაცია უარს ამბობს, რომ ერთი წელი დაუმატოს. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რამეთუ მკვლელობისთვის სასჯელი არ იყო საკმარისი. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია”, — აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, მაშინ ყველა მოსამართლე იყო მართული და ეშინოდათ მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, მაგრამ ამის ფონზეც კი ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა საფუძველი, რომ საქმე სააპელაციოში დაებრუნებინა.

“უკან ვერ დააბრუნებდა, იმიტომ, რომ შავგულიძემ დაარღვია კანონი და არა მურუსიძემ. დღევანდელი შავგულიძის პოზიციას თუ ვნახავთ, ის ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა, მხარს უჭერენ არჩევნებზე, ევროპული საქართველოა, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო: “ეს არის პარადოქსი, შავგულიძე გმირთან ასოცირდება და მურუსიძე მკვლელთან”.

“მურუსიძის გვარი არავის აინტერესებდა, როცა მე შევხვდი პრემიერის რანგში და მოვუწოდე, რომ მოახერხეთ და უარი თქვით ნაციონალური მოძრაობს. როგორც კი ნახეს რომ მურუსიძე აღარ ემორჩილება და ჩინჩალაძე მათ ხელს უწყობს, მაშინ წავიდა მოსამართლეების კრიტიკა”, — განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ტელეკომოანია იმედის ეთერში გავიდა.

იტვირთბა....