“არცერთი არგუმენტი მე ამ ინტერვიუში არ მომისმენია, იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა ჩავთვალოთ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის ნაწილად. მარტივი და იოლია იმ რეალობის აღქმა, რომელიც სასამართლოში არსებობს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ამაზე არ საუბრობს ღიად და ცდილობს სხვებს დააბრალოს ყველაფერი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში”
სულხან სალაძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე