“ბიძინა ივანიშვილის ინტერვის შესახებ.
ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? ადამიანი ვერ ხვდება, თუ რატომ არიან ჩვენზე გაცილებით ღარიბი ხალხები საქართველოს მოსახლეობაზე ბედნიერნი.
ჩვენზე ღარიბ, მაგრამ ჩვენზე ბედნიერ ქვეყნებში არსებობს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება; ჰყავთ შედარებით ადაკვატური ლიდერები ან მათი ალტერნატიული ფიგურები; აქვთ მეტ-ნაკლებად გააზრებული სამომავლო გეგმები; გარკვეული მიზნისკენ ნელა, მაგრამ მაინც მიისწრაფვიან.
ჩვენ კი შუა ოკეანეში ტალღებზე მიშვებულ ძირგამომპალ ნავს ვგავართ, რომელსაც საკუთარ შეუცდომლობაში დარწმუნებული კაპიტანი ჰყავს. კაპიტანს არც მართვა, არც გეზის შერჩევა არ შეუძლია და ჰგონია, რომ მის ადგილზე უკეთესად ვერავინ იმოქმედებს.
უმადურები ვართ და ემოციურები, ზედმეტად განვიცდით ტანჯვას”.
ლევან ლორთქიფანიძე, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელაის საინიციატივო ჯგუფის წევრი, მემარცხენე აქტივისტი