“1991 წლიდან 2011 წლამდე, მართლაც შეიძლება, რომ ეს წლები შევაფასოთ დაღმართში სვლად. რადგან უკეთესობიდან მივიღეთ უარესი. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ და ერთმანეთს დავერიეთ, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ, კრიმინალებსაც ვამართვინეთ ქვეყანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ უშუქობაში გვეცხოვრა, მოვახერხეთ ისიც, რომ ჩვენში გამოზდილი, დიქტატურობისკენ მიდრეკილი ხელისუფალი მოვიყვანეთ და საბოლოოდ, წარსულ წლებზე პასუხიც კი გვაგებინა საზოგადოებას, ჩვენმავე ხელისუფლებამ, მხედველობაში მაქვს ნაციონალური მოძრაობა”.
ბიძინა ივანიშვილი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე