ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორნელი კაკაჩია: საქართველოში არიან ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ საბჭოთა კავშირთან

“ქართულ საზოგადოებას დრო დასჭირდება, რათა მიეჩვიოს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს მემარჯვენე-მემარცხენე დისკურსები, ცენტრისტული თუ ლიბერალური დისკურსები, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პარტიული სისტემის შექმნა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არიან ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ საბჭოთა კავშირთან, მათი იდეები სერიოზულად განსხვავდება ამისგან, მაგრამ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა საზოგადოებაა და ძველ თაობაში მარქსისტული, მემარცხენე დისკურსი მტკივნეულად აღიქმება.

“საქართველოში არიან ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ საბჭოთა კავშირთან, მათი იდეები სერიოზულად განსხვავდება ამისგან, მაგრამ გასაგებია, რომ ეს პოსტსაბჭოთა საზოგადოებაა და ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი თაობა, რომელთა მხრიდან მარქსისტული და მემარცხენე დისკურსი მტკივნეულად აღიქმება.

ამას გარკვეული დრო სჭირდება, ეს მემარცხენე ჯგუფებსაც ესმით და მათ უნდა შეძლონ, ისეთი ნარატივი შექმნან, რომელიც მათ განაცალკევებს ამისგან. ქართულ საზოგადოებას დრო დასჭირდება მიეჩვიოს, რომ უნდა არსებობდეს საქართველოში მემარჯვენე-მემარცხენე დისკურსები, ცენტრისტული თუ ლიბერალური დისკურსები, შემდეგ, ამას უნდა მოჰყვეს პარტიული სისტემის შექმნა, რომელიც ამ დისკურსებს გააერთიანებს და რომელზეც უნდა მოხდეს ინტერესთა ჯგუფბის  აგრეგაცია, შემდეგ, ეს ყველაფერი თუ მოხერხდა, ჩვენ გვექნება ნორმალური, პარტიული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას, მთლიანად ქვეყანაში”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ფოტო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

იტვირთბა....